გახსოვთ ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი? ჩვენ „ბოავიშტადან“ გავიცანით, რადგან მძიმე დღეში ჩააგდო თბილისის „დინამო“, მერე კი ამ ზორბა კაცმა სახელი გაითქვა „ჩელსიში“, ასევე „ატლეტიკოში“ ბევრი გოლის გატანით.
ახლა გაჩნდა ინფორმაცია, ჯიმი ინგლისის რანგით მესამე დივიზიონის „ნორთჰემპტონ თაუნიდან“ გაუშვესო. იქ გუნდს წვრთნიდა და ცუდი შედეგები ჰქონდა. გასავარდნ ზონაშია „ნორთჰემპტონი“, ჯიმი კი უმუშევარი დარჩა.
მანამდე კიდევ ორ ინგლისურ კლუბს ედგა სათავეში („ბარტონი“ „ქუინზ პარკი“) და ვერც იქ მიაღწია რამეს. ჯიმი 46 წლისაა, ჯერ დრო აქვს, მაგრამ მაინცდამაინც ვერ იწყებს კარგად.