„ენფილდის” მისადგომებთან ლივერპულელმა ფანებმა „მანჩესტერ სიტის” ავტობუსი ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ კლუბს ბოდიშის მოხდა დასჭირდა. ბოთლების, მაშხალების, პეტარდების და სხვა მძიმე საგნების სეტყვა მოდიოდა. გარშემო წითელი კვამლი დადგა. არავინ დაშავებულა, მაგრამ წინა შუშა და მძღოლის კარი დაზიანდა.

„სიტის” მატჩის შემდეგ შინ დასაბრუნებლად ახალი ტრანსპორტის გამოძახება მოუხდა. როგორც კი ავტობუსმა სტადიონის ტერიტორიაზე შეაღწია, მას ფტოტები გადაუღეს და როგორც მტკიცებულება უეფაში გააგზავნეს. „ლივერპულმა” დაუყოვნებლივ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია:

„კლუბი უმკაცრესად გმობს იმ მოვლენებს, რომლებიც უძღოდა ჩემპიონთა ლიგის ჩვენს მეოთხედფინალურ შეხვედრას. გულწრფელად ვუხდით ბოდიშს პეპ გვარდიოლას, მის ფეხბურთელებს, თანამშრომლებს და კლუბის ხელმძღვანელებს. ადამიანთა გარკვეული ჯგუფების ქცევა ყოვლად მიუღებელი იყო და ჩვენ მათი ვინაობის დასადგენად გამოძიებას ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს. ახლა მთავარია ფაქტები დავაფიქსიროთ და თუ საჭიროა „მანჩესტერ სიტის” ხელი შევუყწოთ”.

არეულობაში დაშავდა მერსისაიდის პოლიციის ორი თანამშრომელი.

ჩვეულებრივ, გზად „ენფილდისკენ” გუნდებს ცნობილ პაბ „პრინც ჰარისთან” უხდებათ ჩავლა, მაგრამ ამჯერდ მის სიახლოვეს სამშენებლო სამუშაოები ტარდებოდა და პოლიციამ ადრევე გამოაცხადა მარშრუტის ცვლილების შესახებ ადრევე გამოაცხადა. ამის შესახებ „ლივერპულის” ვებ-გვერდზეც ეწერა.

იურგენ კლოპი: „ნამდვილად არ მესმის. ამაზე წინასწარ ბევრს ლაპარაკობდნენ. ყველა ღონე ვიხმარეთ, რომ მსგავსი სიტუაცია თავიდან აგვეცილებინა. ამ ადგილს ჩვენც ავუარეთ ვერდი და ვიფიქრე, რომ სწორადაც მოვიქეცით, რადგან ბოლოს აქ ჩავლამ მაინცდამაინც არ გაამართლა.

ჩვენს დროს ატმოსფერო პოზიტიური იყო, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდა რა მოხდა მანამდე. „სიტი” ჩვენზე წინ მიდიოდა. ასე რომ, „ლივერპულის” სახელით მე ბოდიშს ვიხდი”.

როგორც ჩანს, მარშრუტის ცვლილების წინასწარ გამოცხადებამ განაპირობა ფანების სხვა ადგილას, არკლზ ლეინზე შექუჩება, თუმცა „სიტის” პროტესტი არ გამოუთქვამს. სტუმრებს ოფიციალურად არ დაუჩივლიათ, რომ მერსისაიდის პოლიცია შეცდა, თუმცა პეპ გვარდიოლა ამ თემას მაინც შეეხო.

გვარდიოლა: „მინდა იურგენს ბოდიშისთვის მადლობა გადავუხადო. ასეთ არეულობას არ ველოდით. შარშან დორტმუნდში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ პრესკონფერენციაზე შესულს კვლავ ამ თემაზე მომიწევდა ლაპარაკი.

ვფიქრობ, ადგილობრივ პოლიციას კარგად უნდა სცოდნოდა საფრთხეების შესახებ. საბედნიეროდ, ჩვენს ფეხბურთელებს არაფერი მოუვიდათ. ვიცი, ეს არ არის „ლივერპულის” ნამდვილი სახე. „ლივერპული” გაცილებით დიდი კლუბია, ვიდრე ხუთი, ათი… თუ რამდენიც იყო, იმდენი თავქარიანი. იმედი მაქვს, რომ მსგავსი რაღარც აღარასოდეს განმეორდება”.