„მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავი კევინ დე ბრუინი BT სპორტის ჟურნალისტ დეს კელის ტელეფონში სურათებს ათვალიერებინებდა, როდესაც შემთხვევით გამოჩნდა, თუ ვის მისცა ხმა ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში. ეს სწორედ ის გამოკითხვაა, რომელშიც წლეულს ან თავად ბელგიელი გაიმარჯვებს ან „ლივერპულის” ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი.

და როგორ ფიქრობთ, რა აღმოჩნდა? აღმოჩნდა, რომ დე ბრუინს, პირველ ადგილზე არც მეტი-არც ნაკლები სალაჰი ჩაუწერია.

რა შეიძლება ამაზე ითქვას? ასეთი საქციელის გამო მავანი დე ბრუინს კაცს დაუძახებს, მავანი კი სულელს — მან ხომ კონკურენტს მისცა ხმა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კაცური საქციელია!

პროფესიული ფეხბურთის ლიგის გამოკითხვის წესები კი ისეთია, რომ მოთამაშეს თანაგუნდელისთვის ხმის მიცემა ეკრძალება. შემთხვევით გამომზეურებულ ფურცელზე გამოჩნდა, რომ „სიტის” გამთამაშებელს „მანჩესტერ იუნაიტედის” (მანჩესტერული გუნდების დამოკიდებულებას ვფიქრობთ შეხსენება არ სჭირდება) სულ მცირე ორი ფეხბურთელი ჩაუწერია: მეკარე დავიდ დე ხეა და მარჯვენა მცველი ანტონიო ვალენსია.

26 წლის ვარსკვლავის არჩევანი დაცვის ცენტრში ასეთია: „ტოტენჰემის” იან ვერტონგენი და „ბარნლის” ჯეიმს ტარკოვსკი.

დანარჩენი არ გამოჩნდა….