– ეჰ, ნახე რა ამბები დატრიალდა?
– დიდი არაფერი.
– როგორ თუ არაფერი? ეს ჩვენი ნაქები კიევის „დინამო“ რომ…
– იცი რას გეტყვი? ეგ სულაც არ არის მთავარი. მთავარი ის ტენდენციაა, ბოლო დროს რომ გამოისახა.
– რომელი?
– ეჰ, ჩანს პასარელა მართალი იყო. თმების გამო რომ ჩხუბობდა.
– ეგ საქმე ხომ გავარჩიეთ?
– კი გავარჩიეთ, მაგრამ ახლა სხვა მიმართულება მიიღო, უბრალოდ, მე ჩვენი თემური მეცოდება.
– აბა, თემური?
– ჩვენი თემური, ქეცბაია.
– აა, ცოტას რომ ათამაშებდა?
– არა, კაცო. ეგ საქმე მოგვარდა. ეგ არ არის მთავარი. შენ თუ იცი, ბაჯომ რატომ მოიჭრა კიკინა?
– აბა, რავი, ბაჯოს ხომ რამსები ჰქონდა არეული?
– არა, არა. შენ ვერ გამოიცან. ბაჯოს მწვრთნელობა უნდა და თანდათან ემზადება. ჯერ კისერი აიპარსა, მერე თავსაც გადაიპარსავს.
– ეგ რა შუაშია? უბრალოდ იმიჯი შეიცვალა.
– იმიჯი არა მეფე ერეკლე… უკვე დადასტურებულია, რომ თუ მწვრთნელობა მოუნდება ფეხბურთელს, მელოტი უნდა იყოს ან თავი გადაიპარსოს.
– ვა?
– რა ვა? ვიალი და ლომბარდო ხომ ნახე? ბაჯოც ამისთვის ემზადება.
– ეგენი კარგი ფეხბურთელები არიან. რას ერჩი?
– რას უნდა ვერჩოდე, ნიუსის ამბავია. ეხლა მე რომ იტალიელი ვიყო, თავი გადავიპარსო და ლონდონში მწვრთნელობა მოვითხოვო, ლამაზი გამოვა?
– არც ვიალია ლამაზი და არც ლომბარდო.
– მე თუ მკითხავ, ლამაზი ვიალის ცოლია. აი, ძოლა კი კაცია, დალაქთან არ მისულა.
– დი მატეოც ჯიგრიანია..
– ჰაი, ეგ ცრუ, ეგა, ნახე თავი როგორ გადაიპარსა? მწვრთნელობისთვის ემზადება.
– ეხლა კი ახურებ. „ჩელსის“ მწვრთნელი ხომ ვიალია?
– „ტოტენჰემში“ გადავა.
– იქაც ხომ ქაჩალია მწვრთნელად, გროსი ხომ ქაჩალია?
– „ტოტენჰემი“ გავარდება და გროსიც ზედ მიჰყყვება. მერე დი მატეოს დანიშნავენ.
– ვაა. მარტო იტალიელების საქმეა ეგა?
– გამარჯობა შენი. ახლა მიხვდი თემური რატომ მეცოდება ამ უნამუსო იტალიელების ხელში?
– ჰოო. ქეცბაიასაც გადაპარსული აქვს და…
– მა არამი არ არის, დალგლიში მწვრთნელი იყოს და ასეთი კაცი მხოლოდ ფეხბურთელი? არა უშავს. მოვა მაგის დროც. ნიუკასლი ხომ ლონდონიდან შორსაა. ჯერ ამბავი არ ჩასულა, რომ ხოტორებს მწვრთნელებად ნიშნავენ.
– და გაზა?
– რა გაზა?
– გაზამ რომ გადაიპარსოს თავი?
– მაგვიანდება, წასასვლელი ვარ.
– და დე ლა პენია, ივანე?
– ეგ ჯერ ბავშვია.
– და თვითონ ისა?
– ვინ?
– დამავიწყდა.
03.21.1998