თურქეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის კლუბ დენიზლისფორის მავან ქომაგს ერთი წლით სტადიონზე შესვლა აუკრძალეს. რაოდენი უნდა იყოს ზრდასრული მამაკაცის სიყვარული მშობლიური ქალაქის და გუნდის მიმართ, რომ ასეთი გენიალური გამოსავალი მოიფიქრა – მაღლივი ამწე იქირავა, მის „აკვანში“ ჩასკუპდა, გუნდის დროშა გამოფინა და მშვენივრადაც ადევნა მატჩს თვალი. არადა, კანონიც რომ არ დაარღვია, რა გინდა უთხრა?! ეგ არის მხოლოდ,...
ოლიმპიელთა ჭიდილს ცირეკიძე შესწირეს
ნებითა შენითა, სანამ ბრძანებითა ჩვენითაო… ირაკლი ცირეკიძე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის. მასთან ერთად სამსახურს მთელი სამწვრთნელო შტაბი დატოვებს. ასეთ შეთანხმებამდე მივიდნენ ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. რა იყო ეს? ორიდან თუნდაც ერთი სკამის გადარჩენის მიზნით ცირეკიძის შეწირვა? დრო გვიჩვენებს. ასე იოლად აგორებული ტალღა არ გადაივლის. ტალღა კი...
წაგების ხიბლი კარდიფის ნაბახუსევზე
ტურინში ჩასულს, ამინდიც ისეთივე არაპროგნოზირებადი და ცვალებადი დამხვდა, როგორიც თავად ,,ბებერი ქალბატონია“. წვიმა, მზე, წვიმა, მზე… ყვითელი ველოსიპედები. ისტორია, ინდუსტრია, კულტურა, არქიტექტურა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მაინც მეორეხარისხოვანია. ყველაზე დიდი ღისრშესანიშნაობა და ტაძარი ჩემთვის „იუვენტუსის“ სტადიონია. ტრანსპორტზე უარს ვამბობ. სასტუმროდან საათის გზაა. სტადიონზე რამდენიმე საათით ადრე მივედი. მთელი დღე კარდიფის ფინალზე ვფიქრობ (რეალი-იუვენტუსის ჩემპიონთა ლიგის...
მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა! ბარსა ჩემპიონია!
ლეო მესის ჰეთ-თრიქმა „ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონის ოცდამეხუთე ტიტული მოუტანა. ლა კორუნიაში, „რიასორზე”, ანგარიში ფილიპე კოუტინიუმ გახსნა, შემდეგ მესიმ სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა — 2:0, მაგრამ „დეპორტივომ” პერესის და კოლაკის გოლებით „ბლაუგრანას” უპირატესობა გაქვითა. და როდესაც თამაში დასასრულისკენ მიდიოდა, არგენტინელმა ვარსკვლავმა 8 წუთში გატანილი ორი გოლით როგორც შეხვედრას, ასევე ჩემპიონატს წერტილი დაუსვა — „ბარსელონას” „ატლეტიკოზე” 9 ქულით მეტი...
იღბალი, სამართლიანი შედეგი და 70 წუთი
ჟოზე მოურინიუმ აღიარა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „არსენალს” იღბლის წყალობით მოუგო. „ოლდ ტრეფორდზე” გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ლონდონელებს გამარჯვების გოლი მსაჯის წამატებულ წუთებში გაუტანეს — 2:1. იყო დრო, როდესაც „იუნაიტედის” ასეთ მოგებას „ფეგრი თაიმში” გამარჯვებას ეძახდნენ, რადგან „იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქაში „წითელ ეშმაკებს” უკანასკნელ წამებზე ბევრი შეხვედრა მოუგიათ. „ფერგი თაიმში” გატანილმა გოლმა ამჯერად სიმბოლური...
პრემიერლიგის ბუმბერაზები
სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ პრემიერლიგა დიდ შეჯიბრებად მისი და არსენ ვენგერის დაპირისპირებამ ჩამოაყალიბა. „ოლდ ტრეფორდზე” „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „არსენალის” შეხვედრის წინ „იუნაიტედის” ლიგენდარულმა მწვრთნელმა ყოფილ მოწინააღმდეგეს ღირსეული პატივი მიაგო და საჩუქარი გადასცა. 76 წლის ფერგიუსონმა თქვა: „ჩვენი ქიშპი შეჯიბრების ჰაილაითი იტო. „იუნაიტედი” „არსენალის” წინააღმდეგ დიდი თამაში გახლდათ. სწორედ მან შექმნა პრემიერლიგა. როდესაც არსენი „არსენალში”...
გაუმაძღარი ნადალი
რა არ შეარქვეს ამ კაცს: “გენიოსი”, “მკვლელი”, “ფენომენი”, “ვამპირი”… მთავარი ისაა, გენიალური როჯერ ფედერერისა და სიპერნოვაკ ჯოკოვიჩის ეპოქაში მოჩოგნავე რაფაელ ნადალი დღემდე ახერხებს ხალ-ახალი რეკორდების დამყარებას. აგერ, დღეს ბერძენ ციციპასს 6:2, 6:1 ჩაუტარა გაკვეთილი და ბარსელონას ტურნირი კარიერაში მეთერთმეტედ (!!!) მოიგო. სხვა ჩოგბურთელს არასოდეს მოუგია ამდენჯერ ერთი ტურნირი. მაგას ვინ ჩივის – კარიერაში სულ 11...
FINIESTA
ანდრეს ინიესტა კენტი კურცხალით დაემშვიდობა „ბარსას“. იმ ერთმა ცრემლმა ბიჭობა და კაცობა, მოგება და წაგება, ტიტულები, იმედგაცრუებები და ის ლეგენდა ბიჭებიც დაიტია, მასთან ერთად ჯერ კიდევ სარეკლამო ბიზნესზე სულარმიყიდული „ბარსელონას“ მაისურით რომ გადიოდნენ მოედანზე. ინიესტა ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებდა, ასეთი თავმდაბალი რომ არ ყოფილიყოო… ასე გუნდური მოთამაშე რომ არ ყოფილიყოო… თანამედროვე ფეხბურთის უკანასკნელი ჯენტლმენი რომ...
რომაული ჯეკ-პოტი
შენ წარმატება თქვი და ფული თუნდაც ყატარიდან მოვა – ასე ჟღერს სულ ცინცხალი ანდაზა. „რომას“ პრეზიდენტმა ჯოზეფ პალოტამ ხელი მოაწერა კონტრაქტს QATAR airways-თან და მომავალი სამი სეზონის განმავლობაში გუნდი ამ ავიაკომპანიის ლოგოთი იასპარეზებს. ახალი მაისურებით „რომა“ უკვე „ლივერპულის“ საპასუხო შეხვედრისას იბურთავებს. ფონანსური დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ სავარაუდოდ, წლიურ 15-18 მილიონ ევროზეა საუბარი. აქამდე სონიორ პალოტას...
კავაზაშვილი: სალაჰი რუსეთს გულისრევამდე მიიყვანს
დღეს პირზე ყველას მუჰამედ სალაჰი აწერია. პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე აღიარებული ეგვიპტელი, ბუნებრივია, ოქროს ბურთზეც ოცნებობს, თუმცა საამისოდ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით უნდა იასპარეზოს. მესისგან განსხვავებით, მას ჩემპიონობას არავინ სთხოვს, მაგრამ ქვეჯგუფში… ჰოდა, ეგვიპტელთა მეტოქე რუსეთის ნაკრების ბანაკში პანიკაა. როგორ შეაჩერონ სალაჰი? ჟურნალისტებმა აზრი სსრკ-ის ორგზის საუკეთესო მეკარე ანზორ კავაზაშვილს სთხოვეს. მანაც ალალად უპასუხა: „ერთი ვარიანტია...









