მიხეილ ხუციშვილი (მარჯვნივ) ვლადიმირ ვაისს საქართველოში ჩამოსვლისას დინამოში დახვდა

არც უარვყოფ, არც ვადასტურებ – ასე გვიპასუხა მიხეილ ხუციშვილმა, როცა ფოთის „კოლხეთის“ სპორტულ დირექტორად დანიშვნის შესახებ ვკითხეთ…
ითქვა, „ზესტაფონისა“ და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა დირექტორმა ფოთს ადგილობრივი კლუბის მოსაფერიანებლად მიაშურა, თან კი რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი მიჰყავსო.
სწორედ ეს ამბავი მოვიკითხეთ მასთან, რაზეც ასევე გვიპასუხა, რომ ფოთელებთან მოლაპრაკებები მიმდინარეობს და გადაწყვეტილი არაფერია.
კიდევ, ადგილობრივი საფეხბურთო მეურნეობა უნდა შევისწავლოო, – გვითხრა მიხეილ ხუციშვილმა.
„კოლხეთი“ კი გამოცდილი ხალხის დახმარებას რომ საჭიროებს, ეს შედეგიდან კარგად სჩანს – ერთი ქულით კოლხეთი ბოლოს წინა ადგილზეა. ფოთელებს ორი გატანილი გოლის წილ ათი აქვს მიღებული. გუნდმა რუსი მწვრთნელი კონსტანტინ გალკინი უკვე გაათავისუფლა, მის მოვალეობას კი სადღეისოდ ნუგზარ თვარაძე ასრულებს.