ვაჟა მარგველაშვილმა (თეთრ კიმანოში) ბრაზილიელი დანიელ კარნირი დამატებით დროში დაამარცხა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს დროა. დღეს დაიწყო და 1 აპრილამდე გაგრძელდება.

28 ქვეყნის 300-მდე ძიუდოისტი, ასეთია თბილისურ გრან პრის მასშტაბი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამჯერად საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლისგან თავი შეიკავეს იაპონიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებმა.

პირველი საშეჯიბრო დღე კი ქართული მედლებით დახუნძლული გამოდგა. 60 კგ. წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი ვიხილეთ. ლუხუმ ჩხვიმიანმა ამირან პაპინაშვილი დააგდო. გამოცდილებისა და ტიტულების გათვალისწინებით ფავორიტად პაპინაშვილი მიიჩნეოდა, თუმცა ჩხვიმიანმა ოქრო არ დაანება. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლებიც ქართველებს დარჩათ. ლაშა ჩადუნელმა და თემურ ნოზაძემ შესაბამისად რუს ალბერტ მონგუშს და აზერბაიჯანელ ორუჯ ვალიაზადას აჯობეს.

66 კილოში კი კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე ვაჟა მარგველაშვილი ავიდა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ბრაზილიელ დანიელ კარნირს გამოუყვანა წირვა. რაც შეეხება რეპეშაჟის ფინალს აქ ლაშა გიუნაშვილი უზბეკ შახრამ ახადოვს დაეჩაგვრინა.

ხვალ, ვაჟებში 73 და 81, ხოლო გოგონებში 63 და 70  წონოსნებს ვიხილავთ.

წილი
წინა სტატიახუციშვილს ფოთიდან დაუძახეს
შემდეგი სტატიამეომრის ცრემლი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...