ვიცი, ვიღაც აუცილებლად მომედავება, მთავარი მენეჯერის ტალანტია და დიპლომში ჩაწერილი პროფესია ბევრს არაფერს ნიშნავსო. ნაწილობრივ დაგეთანხმებით, როცა მენეჯერობა ვიწრო სპეციალიზაციას არ ეხება.

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ ფეხბურთის N94 სკოლის დირექტორად რომან თავაძე წარადგინა.

რომან თავაძე კრივში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და 2007 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია. 2016-2017 წლებში კი ხონის ცენტრალური სტადიონის დირექტორი იყო.

იმედია, საფეხბურთო სკოლის პროგრამას ჯები, ჰუკი და აპერკოტი არ დაემატება, თორემ იმაში, რომ ყოფილმა მოკრივემ კობა ფხაკაძემ ძმაკაცი დაასაქმა, დასაძრახი რაა, ესეც ხომ ქართულია – მის ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა.

წილი
წინა სტატიავარდის სახელით
შემდეგი სტატიადიახ, ბატონო, ძიუდოზე მოვხვდი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".