ანტონიო კონტე და არტურო  ვიდალი.

საიდუმლო არ არის, რომ ჟოზე მოურინიუ არტურო ვიდალის დიდი თაყვანისმცემელია. პორტუგალიელი „ბაიერნის” ვარსკვლავს მუდამ ეპატიჟებოდა „მანჩესტერ იუნაიტედში”, თუმცა ახლა ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა.

ჩილეს გაზეთი „ლა კუარტა” წერს, რომ „განსაკუთრებული” ვიდალის სანაცვლოდ 48 მილიონ ევროს იხდის. ლაპარაკია ოთხწლიან კონტრაქტზე, რომელიც ფეხბურთელის ხელფასად წელიწადში 14,4 მილიონ ევროს გულისხმობს.

30 წლის ჩილელს „ბაიერნთან” 2019 წლამდე აქვს ხელშეკრულება.

„მანჩესტერ იუნაიტედის” პარალელურად ვიდალის გადაბირებას „ჩელსიც” ცდილობს. ამბობენ, რომ დეკემბერში, „ლურჯების” თავკაცმა ანტონიო კონტემ პირადად დაურეკა ბავარიელთა ნახევარმცველს და ცდილობდა ტრანსფერზე დაეყოლიებინა. კონტე და ვიდალი ერთმანეთს „იუვენტუსიდან” იცნობენ.