ყველაზე სასურველი

თომას ტუხელის უარმა „ბაიერნის” მწვრთნელის თანამდებობაზე იუპ ჰაინკესი შეეცვალა, გერმანიაში ვნებათაღელვა გამოიწვია. „შპორტ ბილდმა” ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც 51 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ „ბაიერნის” ქომაგების 25 პროცენტს მწვრთნელად იურგენ კლოპი სურს, მაგრამ კლოპის „ლივერპულიდან” წამოსვლა საეჭვოა. ის ინგლისურ კლუბში წარმატებით მუშაობს და 2022 წლამდე აქვს კონტრაქტი.

19 პროცენტით მეორე ადგილზე გავიდა ნიკო კოვაჩი. კოვაჩი ფრანკფურტის „აინტრახტს” უდგას სათავეში და კლუბის ხელმძღვანელობა მისი მუშაობით კმაყოფილია. ხორვატს „აინტრახტთან” 2019 წლამდე აქვს კონტრაქტი. ის „ბაიერნში” 2001-2003 წლებში თამაშობდა.

მესამე ადგილზე გასულმა რალფ ჰასენჰუტლმა 16 პროცენტი მიიღო. ავსტრიელი ამჯერად „ლაიპციგს” უდგას სათავეში.

14 პროცენტით მეოთხეზე გავიდა არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო, „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაცი.

12 პროცენტით მეხუთეზეა ესპანელი ლუის ენრიკე. ის ბოლოს „ბარსელონაში” მუშაობდა. მეექვსეზე გახლავთ „ნიცას” მწვრთნელი ლუსიენ ფავრი (9%), მეშვიდეზე კი იულიან ნაგელსმანი „ჰოფენჰაიმიდან”. მან ხმათა 5 პროცენტი მიიღო.