ის, რომ „რეალისა” და „იუვენტუსის” შეხვედრაში „სანტიაგო ბერნაბეუზე” ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ დარჩებოდა, კენჭისყრისთანავე გასაგები იყო, მაგრამ გაკვირვება ბილეთების გაყიდვის დრომ გამოიწვია: ინტერნეტ-სალარო ორშაბათს დილის 10 საათზე გაიღო და… 10 საათსა და 8 წუთზე გასაყიდად აღარაფერი გახლდათ დარჩენილი.
მადრიდის სტადიონზე 81 044 ადგილია. აქდეან 4 000 ბილეთი ტურინში წავიდა. „იუვეს” ფანები ჩრდილოეთ ტრიბუნაზე მოთავსდებიან.
უბილეთოდ დარჩენილთათვის იმედად შავი ბაზარიღა დარჩა.