სერხიო უმცროსთან და მარკოსთან ერთად

სერხიო რამოსს და პილარ რუბიოს მესამე შვილი შეეძინათ. „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების 31 წლის მცველის ოჯახს პატარა ალეხანდრო შეემატა. ვაჟის დაბადება რამოსმა გულშემატკივარს ინსტაგრამით ამცნო.

„ბედნიერი ვარ, რომ დღეს ალეხანდროს გაცნობთ. ის გამთენიისას 6 საათსა და 40 წუთზე დაიბადა. მისი წონაა 3,1 კილოგრამი. გმადლობთ ჩვენს სიხარულს რომ იზიარებთ. პილარ რუბიო, მე შენ მიყვარხარ” — დაპოსტა ვარსკვლავმა.

სერხიო და 40 წლის პილარი 2012 წლიდან ცხოვრობენ ერთად. მათ უფროს შვილებს ჰქვიათ სერხიო უმცროსი და მარკო. სერხიო სამი წლისაა, მარკო ორის.