სამაგიეროდ სომხების ბრიგადამ გორში იმსაჯა

შაბათის საქართველო – ლიტვის ამხანაგური შეხვედრის მსაჯთა ვინაობა რომ შევიტყე, ცოტა არ იყოს, გაოცებული დავრჩი.

ალექსანდრ ტუანს ვიქტორ მარდავი და ვლადისლავ ლისიუ დაეხმარებიან და სამივე მოლდოვადან არიან.

ჩვენი ძმა სომეხი მსაჯები მოვისაკლისე, საქართველოს საშინაო ამხანაგურ შეხვედრებს განუხრელად რომ მსაჯობენ.

განსაკუთრებით, სურენ ბალიანი მომაკლდა თვალში – მარტო შარშან სამჯერ რომ მოიწვია ჩვენმა ფედერაციამ.

ისე კი ჰქონდა სომხების მოწვევას გამართლება: მარშრუტკით ჩამოსვლა-წასვლა სერიოზული ეკონომიაა.

ჰოდა, უცბად ამხელა ხარჯი – მოლდოველების მოწვევა.

რა არ ვიფიქრე, როგორ არ ვინერვიულე, სურენასკენ ხომ მშვიდობაა მეთქი და, როგორც კი ახალგაზრდული ნაკრების შევედრა დაიწყო, ყველაფერი დალაგდა:უეფამ გორში სამსაჯოდ… სომეხი არბიტრი მოგვივლინა და ეტყობა სფფ-ში იფიქრეს, ორივეგან სომეხი ნამეტანი იქნებაო.

ასე დარჩა ჩვენი ძმა და მეგობარი სურენ ბალიანი თამაშგარეში…

წილი
წინა სტატიაქუსლიანი 1:0
შემდეგი სტატიაინგლისელებს სცემენ!
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".