ინგლისური “ლივერპულის” ეგვიპტელი ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი სუპერსეზონს ატარებს და რაგიგინდარა კალიბრის მეტოქეთა კარში გოლები პანტაპუნტით გააქვს.
ფეხბურთელი ბედნიერია…
კლუბიც…
ქომაგებიც…
ერთადერთი – სატელეკომუნიკაციო გიგანტი Vodafone -ს ეგვიპტური შვილობილი კომპანიაა შავ დღეში.
ზამთარში, როცა სალაჰთან სარეკლამო კონტრაქტს აფორმებდა, კომპანიამ პირობა დადო – სალაჰის ყოველ გოლზე ჩვენს თითოეულ აბონენტს 11 (სალაჰის ნომერია) წუთს უფასო სალაპარაკო დროს დავურიცხავთო. სალაჰმა აიწყვიტა. არადა, კომპანიას 40 მილიონი აბონენტი ჰყავს. თუ Vodafone დანაპირებს შეასრულებს, ზარალი 100 მილიონ ფუნტს გადააჭარბებს.
არადა, იმიჯიც რომ ძვირი ღირს?