ორი დღის წინ „ბარსელონას“ ყოფილ ვარსკვლავ რონალდინიოს 38 წელი შეუსრულდა. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებების
დროა და ბრაზილიის რესპუბლიკურ პარტიაში გაწევრიანდა.

პარტია ულტრაკონსერვატიული მიმართულებისაა და სარჩულად ევანგელისტური მოძღვრება აქვს.

ძირითადი პრინციპი ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვა გახლავთ და მომავალ არჩევნებში ორი ძირითადი იდეით აპირებს ამომრაჩეველთა ყურადღების მიქცევას: ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა და აბორტების წინააღმდეგ ბრძოლა.

პარტიის პროგრამა ჰომოსექსუალისტების იძულებით მკურნალობასაც ითვალისწინებს. გადაწყვეტილია, რომ თავად რონალდინიო დედაქალაქ ბრაზილიის საარჩევნო ოლქიდან ეცდება ქვეყნის სენატში მოხვედრას.

წილი
წინა სტატიასალაჰმა ეგვიპტეს ჩაურიცხა
შემდეგი სტატიაშენ ხომ მაინც ითამაშებ…
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".