რაც უფრო ახლოსაა მსოფლიო ჩემპიონატის სტარტი, მით უფრო მოხშირდა პროგნოზები საფეხბურთო ავტორიტეტების მხრიდან. მარადონა რისი მარადონა იქნებოდა, საკუთარი აზრი არ დაეფიქსირებინა, რომელმაც სრულიად არგენტინას დაწყვიტა გული.
ლეო მესი მსოფლიო თასს სიზმრებში ხედავს, მთელი ქვეყანა ტრიუმფის მოლოდინშია, დიეგომ კი არგენტინა არც ახსენა:
„საფრანგეთს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს ჩინებული ფეხბურთელებით. თუნდაც პოგბა, მაგრამ რიბერი რომ დამატებოდათ, უფრო ძლიერები იქნებოდნენ, თუმცა ფრაგებს ფავორიტთა შორის არ მოვიაზრებ. ჩემი აზრით, მსოფლიო ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტები გერმანიისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები არიან“, – თქვა დიეგო მარადონამ.