მაიამის მასტერსზე საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასტარტო შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. სპეციალისტები და ბუკმეკერები ცალსახა ფავორიტად ტომას ფაბიანოს მიიჩნევდნენ, რომელმაც პირველი სეტი ერთი ამოსუნთქვით მოიგო-6:1.
მეორე სეტში ქართველმა სრულფასოვანი რევანში ორი ბრეიკით აიღო – 6:2.
ნიკოლოზის სასახელოდ უნდა ითქვას, მესამე სეტში 5:5 – ზე გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა, მერე საკუთარ მოწოდებაზე ორი მატჩბოლის უფლება მიიღო და პირველივე გამოიყენა.
ნიკოლოზს, რომელიც მსოფლიოს 89-ე ჩოგანია, მაიამიში „დასაცავი“ ქულები არ აქვს. ამდენად, ფინანსურის გარდა, სარეიტინგო წინსვლაც გარანტირებული აქვს.