
პოლონეთში დაწყებულ ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ ტურში ჩვენმა ჭაბუკებმა მასპინძელ თანატოლებს ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს, თუმც ოდენ ფრეს გამორჩნენ…
გია ნემსაძის შეგირდებმა თითქმის ნახევარი საათი კაცნაკლულებმა ითამაშეს. მსაჯმა ორი ყვითელი ბარათით 52 წუთზე მოედანი ივა გელაშვილს დაატოვებინა… არადა გაძევებამდე ჩვენები 2:1 იგებდნენ.
ანგარიში პენალტით ზურაბ დავითაშვილმა გახსნა, რასაც პოლონელებმა მალევე საპასუხო გოლით უპასუხეს. მერე დავითაშვილმა ერთხელაც ზუსტად გამოიყენა პენალტი და 40-წუთიანი ტაიმი საქართველომ მოიგო.
თამაშის განახლებიდან მალევე საქართველო ათი ფეხბურთელით დარჩა. პოლონეთმა კი მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა. ჩვენები თავს კარგად იცავდნენ და უმცირესობის მიუხედავად მეტოქეს მწვავედ უტევდნენ… კარგი იყო, რომ საქართველოს „ავტობუსი“ არ ჩაუყენებია და მეტოქეს ანერვიულებდა.
მოკლედ 2:2… პირველ მატჩში მასპინძლებთან ფრე ურიგო სულაც არ არის. ზეგ საქართველო ჯგუფის კიდევ ერთ ფავორიტ ირლანდიას შეხვდება, 27 – ში კი მაკედონიას.
დღევანდელი ირლანდია – მაკედონია 3:0 დამთავრდა.
შეგახსენებთ, ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე გამაჯვებული და რვა ჯგუფის შვიდი საუკეთესო მეორეადგილოსანი ითამაშებს, პლუს მასპინძელი ინგლისი.
პოლონეთთან საქართველოს შემადგენლობა ასეტი იყო: ხარშილაძე, გელაშვილი, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, გულიაშვილი (ჯანგველაძე 79), ჩოთალიშვილი (ჭინჭარაული 55), ტალახაძე, აზაროვი (კალანდაძე 5), კვარაცხელია, დავითაშვილი