კაცმა მალა მალაო და ჭირმა თავი არ დამალაო, უთქვამს ქართველს. ჩვენი საკლუბო ფეხბურთის პრობლემებზე საუბრისგან ხშირად თავს ვიკავებთ. მერე მოდის მორიგი ევროსეზონი და ჩვენი საფეხბურთო წარსულისთვის დამამცირებელ სტატისტიკას მწარე ალიყურივით გაგვაწნავს.

რამდენიც არ უნდა ვეძახოთ ქართულ გუნდებს „სეზონის აღმოჩენა“, „ტალანტების სამჭედლო“, „ავტორიტეტთა რისხვა“, ევროპის 55 ასოციაციას შორის საკლუბო კოეფიციენტით 45-ე ადგილზე ვართ. ეს დროებით. უკანდახევა გარდაუვალია და ვეცდები ავხსნა, რატომ… საამისოდ ჯერ ჩვენი კლუბების ბოლო ხუთი წლის ევროსტატისტიკას შეგახსენებთ – უეფა ხომ სწორედ 5-წლიანი შედეგებით თვლის ქვეყნების საკლუბო კოეფიციენტს.

წინა ზაფხულს საქართველოს ჩემპიონი ტორპედო სლოვაკურ ტრენჩინთან შერცხვა…

2013-2014 წლების სეზონი

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი.

დინამო – სტეიმური 6:1, 3:1

III საკვალიფიკაციო ეტაპი

დინამო – სტიაუა 0:2, 1:1

ევროპის ლიგაI საკვალიფიკაციო ეტაპი

ჩიხურა – ვადუცი 0:0, 1:1
ტორპედო – ჟილინა 0:3, 3:3

II საკვალიფიკაციო ეტაპი

თუნი – ჩიხურა 2:0, 3:1
დილა – ოლბორგი 3:0, 0:0

III საკვალიფიკაციო ეტაპი
ჰაიდუკი – დილა 0:1, 0:1

პლეი-ოფი

აპიდი – დილა 1:0, 3:0

2013-2014 წლების სეზონში ჩვენი გუნდების მიერ

გამომუშავებული კოეფიციენტი – 1.875

2014-2015 წლების სეზონი

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
დინამო – აქტობე 0:1, 0,1

ევროპის ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
სიონი – ფლამურტარი 2:3, 2:1
გორიზონტი – ჩიხურა 0:1, 1:3

II საკვალიფიკაციო ეტაპი
ზესტაფონი – ტრნავა 0:0, 0:3
ბურსასფორი – ჩიხურა 0:0, 0:0 (1:4 პ.)

III საკვალიფიკაციო ეტაპი
ნეფთჩი – ჩიხურა 0:0, 3:2

გამომუშავებული კოეფიციენტი – 1,250

2015-2016 წლების სეზონი

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
პარტიზანი – დილა 1:0, 2:0

ევროპის ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ბოტოშანი – ცხინვალი 1:1, 3:1
დინამო თბ. – გაბალა 2:1, 0:2
დინამო ბთ. – ომონია 1:0, 0:2

გამომუშავებული კოეფიციენტი – 0,625

2016-2017 წლების სეზონი

ჩემპიონთა ლიგა.II საკვალიფიკაციო ეტაპი

დინამო – ალაშკერტი 2:0, 1:1
III საკვალიფიკაციო ეტაპი
დინამო ზგ. – დინამო თბ 2:0, 1:0

ევროპის ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
დილა – შირაქი 1:0, 0:1 (1:4 პ.)
გაბალა -სამტრედია 5:1, 1:2
ზიმბრუ – ჩიხურა 0:1, 3:2

გამომუშავებული კოეფიციენტი – 1,125

2017-2018 წლების სეზონი
ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
ყარაბახი – სამტრედია 5:0, 1:0

ევროპის ლიგა.I საკვალიფიკაციო ეტაპი
ჩიხურა – ალტახი 0:1, 1:1
იაგელონია – ბათუმი 1:0, 4:0
ტრენჩინი – ტორპედო 5:1, 3:0

გამომუშავებული კოეფიციენტი – 0,125

… სამტრედია კი ყარაბაღთან

ყურადღება მიაქციეთ ბოლო სეზონს: ოთხმა ჩვენმა კლუბმა რვა შეხვედრაში ერთადერთი ფრე გაახერხა, გაიტანა 2 და გაუშვა 21(!) გოლი.
კიდევ ერთი: ბოლო სამი წელია, ევროპის ლიგაში სამივე ჩვენი კლუბი პირველი ეტაპიდან ერთვება. მანამ სამიდან ერთი  მეორე ეტაპიდან იწყებდა ევროსეზონს.

რა ვუყოთ ამ ციფრებს? წავუყრუოთ თუ გავააანალიზოთ, რომ კატასტროფა ავიცილოთ… თუმც რომელ კატასტროფაზე ვლაპარაკობთ?
როგორც მოგახსენეთ, უეფა 5 წლის შედეგებს ითვლის. წლევანდელი ევროსეზონის შემდეგ ჩვენს ხუთწლიან ჯამურ კოეფიციენტს (5.000) დააკლებს ხუთი წლის წინანდელს. 5.000-1.875=3.125. ამას დაემატება წელს გამომუშავებული კოეფიციენტი და რეიტინგში ადგილსაც მოგვიჩენენ.

დავუშვათ, წლევანდელი სეზონი შარშანდელის დარი იქნა და 0.125 ქულა დავიმატეთ. გაგვიხდება – 3.250. ამჟამად ჩვენს კონკურენტს 3.000 ქულა აქვს და თუ მანაც გაიმეორა შარშანდელი შედეგი, ჯამში 3.500 გამოუვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპის ლიგაში ერთი ადგილი უკვე მომავალი წლიდან ჩამოგვერთმევა და სწორედ იმ კონკურენტს გადაეცემა (დღეს ორი აქვს).
და არ გაინტერესებთ, ვინ არის ეს კონკურენტი? გიბრალტარი!!!
არ მითხრათ, ზღაპარიაო. საამისოდ მხოლოდ შარშანდელი შედეგის გამეორება გვჭირდება, რისიც შანსიც, დამეთანხმებით, დიდი არის. ღმერთმა ნუ ქნას და თუ ასე მოხდა, ჩვენს ქვემოთ მხოლოდ ანდორა, სან-მარინო და კოსოვოღა დარჩებიან.

კაცი იმედით ცოცხლობსო – ესეც ქართველმა თქვა, მაგრამ ეს იმედიც რომ თვლსა და ხელს შუა გვადნება?

წილი
წინა სტატიაქომაგი ხარ თუ მტერი?
შემდეგი სტატიარა უნდათ გიოტცეს და შურლეს ნაკრებში?
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".