ლუიშ ფელიპე სკოლარი „გუანგჟუ ევერგრანდეს” მწვრთნელია, რომელმაც ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მას ჩინეთში ცხოვრების თავისებურებები გამოჰკითხა. ბრაზილიისა და პორტუგალიის ნაკრებების ყოფილმა თავკაცმა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს უთხრა, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც დასახლება და ბურთაობა ღირს.

„კრიშტიანუმ ჩინეთში ცხოვრების შესახებ არაერთხელ მკითხა, — თქვა სკოლარიმ, — მე მას ყველაფერი ვუამბე და ისიც ვუთხარი, რომ ფეხბურთელს გააჩნია. ზოგისთვის ჩინეთი ერთნაირია, ზოგისთვის კი სხვანაირი. კრიშტიანუ რონალდუ ბრენდია, მთელი ინდუსტრიაა, ხოლო ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა. მის მდგომარეობაში ბევრი ინატრებდა ამ ქვეყნის ლიგაში გადასვლას”.

ამასობაში კრიშტიანუ პორტუგალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ლისაბონში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე მან თქვა:

„საკუთარ თავს ყოველთვის საუკეთესოს ვეძახი, რადგან ასე მჯერა და ამას მოედანზეც ვამტკიცებ. 2017 წელის ჩემთვის დიდებული იყო, როგორც პირადად, ასევე გუნდურად. მინდა, ჩემი სიხარული და წარმატება თანაგუნდელებს გავუზიარო. ერთ წელიწადში ხუდი ჯილდოს მიღება დიდი მიღწევაა. ამაში შედის მეხუთე „ოქროს ბურთი”.

პორტუგალიის წლის საუკეთესო მწვრთნელად ჟოზე მოურინიუ დაასახელეს.