მისმინე, ამიგო, რას იზამდი, რონალდო რომ იყო?

რა უნდა მექნა, ვივარჯიშებდი და მერე ვითამაშებდი.

კიდევ?

კიდევ? კიდევ,სუზანასთან ერთად შევიქცევდი თავს.

სუზანა ვინ არის?

სუზანა, რონალდოს გოგოამხანაგია.

ა, ჰო, ვიცი, ტელევიზორში რო იცინოდა ხოლმე.

აი, ეგ.

მერე მოგწონს?

მე რატომ უნდა მომწონედს, ჩემი გოგო ხომ არ არის? იმას მოწონს და ჩაიც იმან მიირთოს.

კარგი, და კიდევ რას იზამდი?

კიდევ… ერთ პორშესაც ვიყიდდი.

და კიდევ?

მეტი რა? იახტას ვიყიდდი, ბუცებზე ოქროს შიპებს დავაყენებდი, აბა რა ვიცი?

ესე იგი შენ რომ რონალდო იყო, კაი კაცი არ იქნებოდი?

რატომ?

აბა, ძმაკაცებს არ მიეხმარებოდი?

რონალდო რომ ვიყო, ძმაკაცები არც მეყოლებოდა.

რატომ?

ეგრეა, მაგათ ძმაკაცები არა ჰყავთ.

აბა, მსოფლიოს ჩემპიონატი რომ იყო და რონალდო და სამორანო ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ის ძმაკაცობა არ იყო?

ეე, შენ რას ამბობ. სამორანო ხო მდიდარია?

მერე?

მერე სამორანოს დახმარება რათ უნდა. მე უბნის ძმაკაცებს გეუბნები. აი, რო შეჯდენ, რო გალოთდნენ, მარა ნიპავტარიმი სიყვარული როა.

ააა.

და შენ რას მეუბნებოდი?

მეც ეგრე, ხელის გამართვის ამბავში.

ჰოდა, საკამათოც არაფერია? კიდევ კარგი რონალდო არა ვარ.

და რომ იყო, რას იზამდი?

ვიტყოდი, ედმუნდო მჯობია-მეთქი,

ნაღდად იტყოდი?

აბა?

და გჯობია ედმუნდო?

მე არა, რონალდოს.

ედმუნდოს კი ნაღდად ეყოლება ძმაკაცები.

კი, გულიანი ბიჭი ჩანს.

კიდევ ვინ ჩანს გულიანი ბიჭი?

კამარა გაგიგია?

არა. ვინ არის?

მარსელის ბიჭია. მგონი გადაცმული პელეა, ოღონდ დღეს სხვა სიტუაციაა და ვერავინ ხვდება რომ პელეა.

ეგ როგორ?

როგორ და ჩვეულებრივად. დღეს ბევრი პელეა.

აი, ნახე! რა სისულელეს ამბობს.

რატომ ვამბობ სისულელეს?

პელე ერთია და განუმეორებელი.

ეგ პელე დიდი უცნაური ვინმეა. კახი კავსაძე ნაღდად თავისი ნათლია ეგონა.

მერე?

რაღა მერე?

და გაზა?

რა გაზა?

გაზა უფრო პელეა, თუ პელე უფრო გაზა?

რა მხრივ?

აი, მაგ მხრივ, შენ რომ თქვი.

არა. პელე მართლა ერთადერთი და განუმეორებელია.

და გაზა?

გაზა? გაზა კაი ბიჭია. ოღონდ ფეხბურთს ძალით ათამაშებენ და გულგატეხილია.

ძალით ათამაშებენ?

ჰო. ათი წელიწადია, შენ რომ ათი წელიწადი ძალით გათამაშონ, რა ჭკუაზე იქნები?

და რონალდოსაც ძალით ათამაშებენ?

არა, რონალდო სამსახურში დადის.

რა ქარაგმებით მელაპარაკები?

თუ კაია, შენ იყავი რონალდო.

7.11.1998

წილი
წინა სტატიანეიმარმა მოისხა?
შემდეგი სტატიასაუკეთესო და ჩინეთი
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.