როცა ბადის მეორე მხარეს ხუან მარტინ დელ პოტრო დგას, სენსაციად თვით როჯერ ფედერერის მარცხიც არ აღიქმება. აყლაყუდა არგენტინელს არც ტიტულები აკლია და გამოცდილებას ხომ ნუღა იტყვით.

ამერიკული ინდიან უელსის ტურნირის ფინალამდე ფედერერი ზედიზედ 16 მოგებით მივიდა, სეზონის ასეთი სტარტი კი შვეიცარელ მაესტროს წინა ათწლეულის შემდეგ არ ჰქონია. ამიტომ იყო, როჯერი ლამის უპირობო ფავორიტად რომ შერაცხეს.

შეხვედრა უდაძაბულესი გამოდგა. როჯერისთვის ბრეიკის ართმევა ურთულესი ამბავია. ამიტომ, დელ პოტრო საკუთარ მოწოდებას პიტბულივით ჩააფრინდა და ჩემპიონის თასი ორი ტაი-ბრეიკის გავლით მოინაგრა – 6:4, 6:7, 7:6.

ქალთა შორის ფინალში რუსი დარია კასატკინა ითვლებოდა ფავორიტად.

მის მეტოქე ნაომი ოსაკას ხომ აქამდე სულ პაწაწუნა ტურნირიც არ მოეგო.

იაპონელმა გოგონამ ალბათ იფიქრა, ნაკლები ტიტულით დაწყება არც ღირსო და რუსს ორ სეტში მოუთავა ხელი – 6:3, 6:2.

ინდიან უელსის ტურნირი პრესტიჟულობით მხოლოდ დიდი სლემის ოთხეულს ჩამოუვარდება და საპრიზო ფონდიც შესაფერისია – ქალთა და ვაჟთა შორის ჯამში 10.600 მილიონი დოლარი.

გამარჯვებულების წილად ამ ფონდიდან მილიონზე მეტი მოდის.

მოკლედ, წუხელ საჩოგბურთო სამყაროს ერთი მილიონერიც შეემატა – ნაომი ოსაკა, თორემ ხუან მარტინ დელ პოტროს ანგარიში კარგა ხანია ბევრ მილიონს ითვლის…

წილი
წინა სტატიაბედნიერება
შემდეგი სტატიასაქართველოს დევები სჭირდება!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".