ირაკლი ბერაძე

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ფეისბუქ-გვერდის ცნობით, ბათუმში დაწყებული ევროპის პირადი ჩემპიონატის პირველი სენსაცია ქართველმა ოსტატმა ირაკლი ბერაძემ გამოაცხო, რომელ

ბერაძე – პონომარიოვის პარტიის დასკვნითი პოზიცია. წყარო: www.chessbomb.com

მაც მოვლენებით დატვირთული პარტია უკრაინელ რუსლან პონომარიოვს მოუგო. პარტიის დაკვნით პოზიციაზე კარგად ჩანს, რომ უკრაინელი დიდოსტატის დანებება დროულზე გვიანიც იყო. პონომარიოვი ის პონომარიოვი კი აღარ არის, ვუნდერკინდულ ასაკში მსოფლიო ჩემპიონობა რომ მოიპოვა, მაგრამ ფიდეს რეიტინგ-ლისტში საპატიო 50-ე პოზიცია უჭირავს და იმავე რეიტინგის 1462-ე მოჭადრაკისგან მისი დამარცხება სენსაციის გარდა სხვა არაფერია…

 

წილი
წინა სტატიაფეხიმტვრევია ფრანგები
შემდეგი სტატიასერგეი, მოგება?
ლაშა გეგეჭკორი
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.