ეს ნამდვილი საფეხბურთო კლასიკაა: მადრიდის „რეალი“ ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ. ორი სუპერგრანდისა და ორი საფეხბურთო ფილოსოფიის ჭიდილი, ფინალსაც რომ დაამშვენებდა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შედგება!

არანაკლები ნაპერწკლები გასცვივა „ლივერპულისა“ და „სიტის“ შიდაალბიონურ გარჩევას და თუ არ გვიწყენთ, სხვა ორ წყვილს ოდნავ გამორჩეული, მაგრამ ფავორიტი მაინც ჰყავს.
„ბარსელონა“ ისეა ამოქოქილი, „რომა“, ალბათ, ჩირად უღირს და „ბაიერნიც“ არ უნდა იყოს ლიგის ამ სტადიაზე გასაკვირად მოხვედრილი „სევილიას“ მეტოქეობით ნაწყენი.

რვა მეოთხედფინალისტიდან ხუთს ლიგა უკვე მოუგია (ჯამში 29-ჯერ), „სიტის“, „რომას“ და „სევილიას“ კი დასაკარგი არაფერი აქვთ.

ლიგა დაიოთხა. ასე განსაჯა ანდრეი შევჩენკოს მარჯვენამ.

პირველი მატჩები 3-4, ხოლო საპასუხოები 10-11 აპრილს გაიმართება.

წილი
წინა სტატია საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
შემდეგი სტატიაევროპის ლიგაც დალაგდა
კობა ინასარიძე
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.