მერე რა, რომ არც მსოფლიო ჩემპიონატია და არც ოლიმპიური თამაშები. კიევი მხატვრული ტანვარჯიშის დედოფლის – ირინა დერიუგინას (ოლეგ ბლოხინის მეუღლე) სახელობის 23-ე გრან-პრის მასპინძლობს, სადაც თავი 27 ქვეყნის წარმომადგენლებს მოუყრიათ. ჩვენთვის სასიამოვნო ის გახლავთ, რომ ტურნირის სახე ქართველი სალომე ფაჟავა გახლავთ.
მონაწილეთა ჩამონათვალი ასე მთავრდება: „…და რაღა თქმა უნდა, თამამედროვე მხატვრული ტანვარჯიშის უბრწყინვალესი წარმომადგენელი ქართველი სალომე ფაჟავა“.
ოლიმპიურ თამაშებზე ზღაპრულად ნაცეკვი „რაჭულის“ შემდეგ სალომე ტანვარჯიშის გარდა ინტერნეტის ვარსკვლავიც გახდა და საერთაშორისო ტურნირების წარმომადგენლები არაფერს იშურებენ, რომ ქართველი გოგონა მიპატიჟებებზე დაითანხმონ.