ზღაპრული თაობა ჰყავდა მაშინ ამსტერდამის „აიაქსს“ – ვან დერ საარი, ბლინდი, დე ბურები, ლიტმანენი,  კანუ… და, რა თქმა უნდა, ედგარ დავიდსი – იმ თაობის ერთ-ერთი კერპი. შოთა არველაძეც ამ დიდი გუნდის ნაწილი იყო, მაგრამ როცა ის „აიქსში“ მივიდა დავიდსი „მილანში“ დახვდა წასული…

თავისებური მანერა ჰქონდა, ხისტი და მუდამ უხეშობის ზღვარზე. ამადაც შეარქვეს პიტბული. იმიჯიც შესაფერისი – დრედები და განუყრელი სათვალე.

დავიდსის სათვალე ცალკე ისტორიაა. 1995 წელს ფეხბურთელმა თავის ტრავმა მიიღო და ექიმები მხოლოდ სათვალით თამაშის ნებას აძლევდნენ. ედგარმა წერილი მისწერა უეფას: „მომეცით სათვალით თამაშის უფლება და მიიღებთ ერთ-ერთ კოლორიტულ პერსონაჟს ფეხბურთის ისტორიაში“.

უეფამ ნება დართო და დავიდსმა იმის ტყუპისცალი სათვალე დაუკვეთა, NBA-ის ლეგენდა ქარიმ აბდულ ჯაბარი რომ ატარებდა. ამ სათვალეებით დავიდსმა ჯერ სამი ჰოლანდიური ოქრო, ქვეყნის ორი თასი, უეფას თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მერე „იუვენტუსში“ გადაბარგებულმა სამი სკუდეტო, იტალიის ორი სუპერთასი…

კარიერა ინგლისურ „ბარნეტში“ დაასრულა და სულ ბოლო მატჩებშიც იგივე იყო, რაც კარიერის გარიჟრაჟზე: ფიცხი, მეომარი და წითელყვითელი ბარათების „კოლექციონერი“.

ახლა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და თავს ბედნიერად გრძნობს. ჰო, მართლა: მისმა ავადმყოფობამ უკან დაიხია, მაგრამ სათვალეს ვეღარ შეელია. დღეს ედგარ დავიდსი 45-ის გახდა!

წილი
წინა სტატიამისი უდიდებულესობა კალათბურთი
შემდეგი სტატია… მგონი, არ ცდება
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".