გიორგი ჭანტურია, ლუკა ზარანდია, გიორგი არაბიძე – რა საერთო აქვთ მათ, იოლი მისახვედრია, სამივე მარჯვენა გარემარბია და ერთმანეთს სათამაშო მანერით ჰგავს.
კიდევ ის საერთო აქვთ, რომ ამ სამიდან ვერცერთი ვერ მოხვდა ვლადიმირ ვაისის სანაკრებო სიაში. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა 24 მარტს ლიტვასთან და 27 მარტს ესტონეთთან სათამაშო შემადგენლობა გამოაცხადა.
ზარანდია არც არასოდეს გამოუძახებია. მაინც და მაინც არც ჭანტურიას სწყალობდა, ხოლო არაბიძეს შარშანდელი შემოდგომიდან მოყოლებული აღარ ენდობა.
აქედან დასკვნა: ვაისს არ უყვარს ბევრი „მატაობის“ მოყვარული ფეხბურთელები, რომლებიც გუნდურ თამაშში მოიკოჭლებენ. მოსწონს გაცილებით დისციპლინირებულები, რაც დღევანდელ ფეხბურთს უხდება. წავიდა ის დრო, როცა გარემარბს შეეძლო, ერთ ადგილას მდგარიყო ბურთის მოლოდინში და სხვას ერბინა. კარგია, რომ ზარანდიამ ბოლო დროს მოუმატა პოლონეთის „არკაში“, თუმცა როგორც ჩანს, მეტია საჭირო.
პოლონეთშია გიორგი მერებაშვილიც, დაახლოებით ამათი მანერის ფეხბურთელ. წინ და უკან სირბილით თავს არც ის იკლავს, თუმც მისი დღევანდელი სათაამაშო ფორმის გავითვალისწინებთ, ამ თამაშებისთვის მისი არგამოძახება, დიახაც, რომ შეცდომა იქნებოდა. პოლონურ პლოცკის „ვისლაში“ ხომ ბოლო პერიოდში გოლი გოლზე გააქვს და ესეც რომ არა, ადრინდელივით ბურთიც აღარ „უჭირავს“…
არაბიძეს უკვე პატარა აღარ ეთქმის, 20 წლისაა და „შახტარის“ ძირითად გუნდში ვერაფრით ვერ დაწინაურდა. რაღა დროს მისი დუბლებია? მაგრამ ჩვენ გადამეტებული წარმოდგენა გვაქვს ხოლმე ასეთ ფეხბურთელებზე, ხშირად მათ ვაღმერთებთ, უცხოელები კი მათ სარკეში ახედებენ ხოლმე… ან მართლა მესი, ან აზარი მაინც უნდა იყო და, როცა ახლოსაც არ ხარ, მოდი და კეთილი ინებე, გუნდურ თამაშს დაემორჩილე.
დიახ, ვაისი ასე ხელმძღვანელობს. არ პატიობს მსგავს რაღაცეებს, რასაც ქართველები თავისუფლად გაატარებდნენ ყურიდან ყურში. ცდება თუ არა ვაისი, ეს გამოჩნდება. მგონი, არ ცდება…
ლიტვასთან და ესტონეთთაან მარტის მატჩებისთვის ვლადიმერ ვაისმა ამათ უხმო:
მეკარეები გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)
ნახევარმცველები ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)
თავდამსხმელები გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)