თემთა პალატაში გამოსვლისას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა სერიოზულად დააყენა ზაფხულში რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკითხი. ეს უკვე ხუმრობა აღარ არის…
სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ლონდონში ბრიტანული დაზვერვის რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლეს. სკრიპალს სამშობლოს ღალატისთვის 2006-ში 13 წელი მიუსაჯეს, მაგრამ 2010-ში აშშ-ში გამომზეურებულ რუს აგენტებში გაცვალეს.
მოკლედ, მხოლოდ ბორის ჯონსონის გადასაწყვეტი თუ იქნა, ინგლისის ნაკრები რუსეთში ნამდვილად არ წავა. თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებებიც. მაგალითად, გარი ნევილმა ბორის ჯონსონი უსარგებლო სულელად მონათლა და ბოიკოტის წინააღმდეგ გაილაშქრა.