ამერიკულ ინდიან-უელსში დღეს სუპერტურნირი იწყება საუკეთესო ქალ მეჩოგნეთა შორის.
ჯერ ფავორიტებს ჩოგნები არ განუშალითებიათ, მაგრამ მანამდე ნიუ-იორკის საგამოფენო ტურნირი გაიმართა.
ტურნირი ელინა სვიტოლინამ მოიგო და 250 000 დოლარითაც შეივსო ბიუჯეტი.
23 წლის უკრაინელს დიდი ხანია პირველჩოგნობას უწინასწარმეტყველებენ და მართლაც, ჩანს ეს ოდენ დროის ამბავია.
ინდიან-უელსში მე-4 ნომრად გათესილმა სვიტოლინამ მეოთხედი მილიონი ერთი ამოსუნთქვით მოიგო.
ჯერ ვინუს უილიამსს (10:3), მერე კი კოკო ვანდერვეგეს (10:0) და ჩჟან შუაის (10:3) ჩაუტარა გაკვეთილი.
ექსპერტთა აზრით, სვიტოლინა მონიკა სელეშივით მრავალმხრივია, სერენა უილიამსივით ძლიერი და ჯენიფერ კაპრიატივით თავხედი.
დაველოდოთ. ამბობენ, წლეულს მისი წელიაო.