
„ფიორენტინა” გარდაცვლილ კაპიტანს, დავიდე ასტორის ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტით მიაგებს პატივს და თანხას მის ოჯახს გადაუხდის. როგორც „იების” პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ განაცხადა, 31 წლის ფეხბურთელი კლუბთან უკვე შეთანხმებული იყო და ორშაბათს ახალი ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა. დავიდე ასტორი კვირას, სასტუმროში, ძილში გარდაიცვალა.
ფეხბურთელს მეუღლე და ორი წლის გოგონა დარჩა. ახალი კონტრაქტის თანახმად გარდაცვლილის ხელფასი, წელიწადში 1,11 მილიონი ევრო იქნება.
დელა ვალე: „ის ოთხი წელიწადი იყო ჩვენთან და კიდევ ოთხი წლით აპირებდა დარჩენას. ორშაბათს ხელშეკრულება უნდა გაგვეფორმებინა. დავიდე კარიერის დასრულებას „ფიორენტინაში” გეგმავდა”.
ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ დავიდე ასტორის დაკრძალვის დღე გლოვად გამოაცხადა. უეფას განკარგულებით, ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები წუთიერი დუმილით დაიწყება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
