მედიისთვის ცნობილი გახდა კონტრაქტის დეტალები, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ რუსეთის ინგლისურენოვან ტელეკომპანია Russia Today-სთან გააფორმა.

ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას სეუ ჟოზე რუსეთში ჩავა და ხუთი დღის განმავლობაში მიწვეული ექსპერტის სტატუსით გააშუქებს მოვლენებს.

პორტუგალიელი ხუთდღიან ექსპერტიზაში მილიონ ფუნტს მიიღებს, რაც აშკარად კოსმოსური ჰონორარია.

რა გასაკვირია, რომ რუსების წინადადების მიღებისთანავე მოურინიუმ ბრიტანულ BBC-ს ანალოგიურ მომსახურებაზე უარი სტკიცა – ბრიტანელები დღეში “მხოლოდ” 50 ათასი ფუნტის გადახდაზე იყვნენ თანახმა.

წილი
წინა სტატიაევროპული ცარცის წრე
შემდეგი სტატიაკრონკია და ჯუჯა არსენალი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".