ესპანურმა პორტალმა „დარიო გოლმა” დაწერა, რომ „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი  „დორტმუნდის” ნახევარმცველის, ამერიკელი კრისტიან პულიშიჩის ყიდვას აპირებს. პორტალის თანახმად 70 წლის პრეზიდენტს 19 წლის ფეხბურთელი გარეთ ბეილის შემცვლელად ესახება. ამბობენ, რომ 28 წლის ბეილი სეზონის დამთავრების შემდეგ მადრიდიდან წავა.

გერმანული „შპორტ ბილდი” კი წერს, რომ პერესი დორტმუნდელთა აღმასრულებელი შეფის ჰანს-იოახიმ ვაცკეს მეგობარია, მაგრამ მეგობრობა მეგობრობად და მას პილუშიჩის შესაძენად 80 მილიონი ევრო აქვს გადადებული. ამერიკელს „დორტმუნდთან” 2020 წლამდე აქვს კონტრაქტი.

კრისტიან პულიშიჩი, რომელიც „დორტმუნდში” 2015 წლიდან თამაშობს, გერმანული გუნდის ყოფილ მწვრთნელს, დღეს „ლივერპულის” თავკაც იურგენ კლოპსაც ძალიან მოსწონს და მისი „ენფილდზე” წაყვანა უნდა. ის შარშანაც ცდილობდა აშშ-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის გადაბირებას.

თავად მოთამაშის პოზიცია კი ასეთია: „დორტმუნდში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ამ გნდთან ერთად ჯერ ბევრი რამ მაქვს მოსაგები” — ამბობს ის.