კაცო, თუ მაინც და მაინც მოტყუება გინდა, ისეთთან უნდა სცადო, შენზე ნაკლები რომ იყოს და გაგივიდეს.
ჩინური კანონმდებლობით, ნებისმიერი საფეხბურთო ტრანსფერი, რომლის თანხაც 5.8 მლნ ევროს აღემატება, ნამეტი თანხის 100%-ით იბეგრება.
ესპანური „ვილიარეალის“ ნახევარმცველი სედრიკ ბაკამბუ 40 მილიონი ევრო ღირდა და შესაბამისად, ბიუჯეტს „ბიეჯინგ გოანს“ამის ზემოთ 40-5.8=34,2 მილიონი ევრო უნდა მიეღო.
ჰოდა, კლუბის ბოსებმა ფედერაციის მოტყუება განიზრახეს…
ბაკამბუს ტრანსფერის 40 მილიონი სპონსორმა გაიღო და ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაფორმდა ჩინურ კლუბში.
ფედერაციამ თაღლითობა იყნოსა და სასწრაფოდ დებულება შეცვალა: ამიერიდან სპონსორის გაღებული თანხა სატრანსფეროს უთანაბრდება, დებულების დარღვევა კი 10 ქულის ჩამორთმევით ისჯება.
შედეგი არ გაინტერესებთ?
კლუბმა გუშინ გამოაცხადა, რომ სრულად გადაიხადა 40+34.2=74.2 მილიონი ევრო.
ამას თუ ბაკამბუს წლიურ ჯამაგირს (18 მილიონი ევრო) დავუმატებთ, მგონი ნამეტნავად ძვირი დაუჯდა კლუბს ეს სიამოვნება…