იტალიაში, „ფიორენტინას“ 31 წლის კაპიტანი დავიდე ასტორი გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, ფეხბურთელს გული ძილში გაუჩერდა.
მისი ცხედარი ქალაქ უდინეს ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს. სწორედ უდინეში, დღეს უდინეზეს“ „ფიორენტინასთვის“ უნდა ემასპინძლა.
დავიდე ასტორი „ფიორენტინას“ გარდა თამაშობდა „კალიარისა“ და „რომაში“, იყო იტალიის ნაკრების ფეხბურთელი და14 შეხვედრაში ერთი ბურთი გაეტანა.
ფრანჩესკო ტოტი, სახელოვანი იტალიელი ფეხბურთელი კი ამ საზარელ ამბავს უმალ სოცქსელით გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის მომხდარით შოკირებულია.