მესამე შეხვედრა და მესამე გამარჯვება – თითქოს, მეტი რა უნდოდეს ქომაგს? განსაკუთრებით ფეერიული ბოლო წუთის ფონზე, როცა გიორგი მელიქიძემ მხრებზე ჩამოკონწიალებული ნახევარი ესპანეთი შეითრია ლელოში. კამერამ მალევე დაიჭირა მისი გამოხედვა: დაღლილი, კმაყოფილი, მაგრამ ისევ საომრად ანთებული თვალებით. ასეთები წაგებას ვერ ეგუებიან.

კიდევ ერთი ნიშანდობლივი ეპიზოდი რამდენიმე წუთით ადრე მოხდა, ესპანელთა მიძალებით გაბრაზებულმა დავით კაჭარავამ ბურთიანი მეტოქე იღლიაში რომ ამოიდო და სამიოდე მეტრი ციმ-ციმ ატარა, სანამ ესპანელებმავე არ გააგდებინეს ხელიდან.

რატომ დამამახსოვრდა ეს ორი ეპიზოდი? იმად, რომ ძველებურად ჯანზე გვყავს ნაკრები, ესპანეთიც შემოეჩაგრათ ამ კომპონენტში, მაგრამ რაც უფრო განსწავლულია მეტოქე, მით მეტად ვცდებით. სადღაც საკუთარი დერეფანი წავაგეთ (რამდენჯერმე), სადღაც შერკინება არასწორად დავატრიალეთ და სულ ეგ არის – ჯანის, ემოციის და მონდომების ნაწილი უღვთოდ იფლანგება. თუნდაც რამდენიმე წუთით ჩვენი ლელოდან ორ მეტრში ჩასახლებული ესპანელები და მიმდინარე ციკლში პირველად დალაშქრული ლელო რად ღირს.

რაც გაგვდის ბელგიასთან, გერმანიასთან და (ცოტა პრობლემატურად) ესპანეთთან, რუმინეთთან ვერ გაჭრის და მსოფლიო თასზე საუბარიც არ არის.

გვჯერა, რომ ჰეიგმა უკეთ დაინახა და დასკვნებიც შესაბამისი იქნება.

მანამ კი გილოცავთ! ვულოცავთ ჩვენს ნაკრებს და ველით რუსებთან რკენას.

წილი
წინა სტატიაარსებობს ცუდი მსაჯი
შემდეგი სტატიამილიონერი შვილის მაწანწალა დედა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".