სტიუარტ რობსონი

„არსენალის” და „ვესტ ჰემის” ყოფილმა ფეხბურთელმა, დღეს ტელეკომენტატორმა სტიუარტ რობსონმა თქვა, რომ პრობლემა ვიდერეფერის სისტემა კი არა, მსაჯების დაბალი კვალიფიკაციაა. ვიდეოგამეორებების სწორად გამოყენება თუ იცი, მისი ავ-კარგიანობის საკითხიც კი არ წამოიჭრება.

რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ „ტოტენჰემისა” და „როჩდეილის” განმეორებითი სათასო შეხვედრის პირველ ტაიმში მსაჯმა ოთხჯერ მიმართა ვიდეორეფერის, რითაც „უემბლიზე” შეკრებილი მაყურებლის უკმაყოფილება გამოიწვია. უკმაყოფილების მიზეზი ჩანაწერის ნახვის მერე მიღებული გადაწყვეტილებების გარდა საკუთრივ თამაშის ხშირი წყვეტაც გახლდათ. „ტოტენჰემის” მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ მატჩის შემდეგ თქვა, რომ ვიდეორეფერი ფეხბურთის ემოციას კლავს.

ზემოხსენებული სტიუარტ რობსონი, რომელისაც ამერიკაში „მეიჯორ ლიგ სოკერის” მატჩების რეპორტაჟები მიჰყავს, ტექნოლოგიებს სხვანაირად უყურებს.

„უკვე ერთი წელიწადია, რაც MLS-ში ვიდეორეფერი შემოიღეს, მაგრამ არაერთხელ წამიყვანია რეპორტაჟი, როდესაც მისი ხსენებაც კი არ დამჭირვებია. ხანდახან არც კი გახსენდება, რომ ასეთი ტექნოლოგია არსებობს, რადგან მსაჯებმა ზუსტად იციან როდის მიმართონ მას. დღეს, ინგლისში ვიდეორეფერისთან დაკავშირებით სრული პანიკაა. მერწმუნეთ, სისტემა არაფერს აშავებს. აშავებენ ადამიანები, რომლებიც მისით სარგებლობენ”, — თქვა მან.

წილი
წინა სტატიავიცხოვროთ უბრალოდ!
შემდეგი სტატიაბოლო წუთის კორიდა
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.