ესპანურ „დონ ბალონზე” დაყრდნობით მსოფლიო მას-მედიაში გავრცელდა ხმა, რომ „ბარსელონას” მთავარ ვარსკვლავ ლეო მესის და მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს კონფლიქტი მოუვიდათ. დაპირისპირებულებს შორის კაპიტანი ანდრეს ინიესტა ჩადგაო, წერენ ინტერნეტ პორტალები. მიზეზი: მესის სურს, რომ ვალვერდემ დენის სუარესი ხშირად ათამაშოს.
„დონ ბალონი” წერს, რომ არგენტინელს არ მოსწონს, როგორი დამოკიდებულება აქვს ვალვერდეს სუარესის მიმართ. ნახევარმცველმა სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ყველა შეჯიბრებაში ერთად მხოლოდ შვიდი თამაში ჩაატარა.
ამბობენ, რომ მწვრთნელს და ვარსკვლავს შორის დაპირისპირება მას მერე დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ დენის სუარესი „ლას პალმასთანაც” არ ითამაშებს.