რა ხდება „მილანში“? გუნდმა 12-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო და შემოდგომასთან შედარებით საჩემპიონთალიგო ზონასთან სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა.

რაშია ჯენარო გატუზოს საიდუმლო? დეკემბრის სკეფსისი ქომაგთა აღტაცებამ შეცვალა, გუნდი კი მზადაა, კედლად გადაეფაროს რინოს.

მოკლედ: გაუთლელმა, პროვინციელმა გატუზომ კიდევ ერთხელ დაიპყრო არისტოკრატული მილანი. არაფერი განსაკუთრებული – მან ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში გუნდს თითქოს შემოულაწუნაო. ფეხბურთელები დღეში 8-კილომეტრიან კროსს დარბოდნენ და დღეს ფიზიკური ფორმის პიკზე არიან. არის საფრთხე, რომ გუნდი გადაიწვას, მაგრამ როსონერის ბოლო ექვს ტურში გრანდებთან მატჩი არ აქვს, იქამდე ყველა ბობოლა მოლეული ეყოლება.  ჩანს, რინომ ფორმის პიკზე ტოპგუნდების გავლა დაგეგმა, „მილანი“ სხვებს ისეც ეყოფაო.

მონტელასეული ფეხბურთი უფრო რაფინირებული იყო და 3-5-2 სისტემის პირობებში დაცვის ფლანგებზე ბონუჩის სათანადო პარტნიორები არ ჰყავდა. ჰოდა, ყველა პრობლემაც დაცვიდან იწყებოდა. პრაგმატულმა გატუზომ 4-4-2 სქემა დააბრუნა, პოზიციების ხშირი ცვლა და თვითმიზნად ბურთის ფლობაც 60-დან 54 პროცენტამდე დავიდა.

ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. რინო გატუზოს მუხტმა სრულიად მილანის „მილანური“ ნახევარი დაქოქა და თუ ლიგის საგზურიც იქნა…

მიდი ჯენარო, ფინიშის სწორზე ერთიც შემოულაწუნე!

წილი
წინა სტატიაბრატისლავაში ალგებრა წაიკითხეს
შემდეგი სტატიავიდრე ძოფი გაიღვიძებს
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".