ბრატისლავაში გუშინ გამართულ უეფას კონგრესზე ჩემპიონთა და უეფას ევროპის ლიგის მომავალი სეზონის ფორმატი დაამტკიცეს.

მთავარი სიახლე ის გახლავთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებიდან გავარდნილი ყველა გუნდი უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოში გადაინაცვლებს. გარდა ამისა,  ჩემპიონთა ლიგაში  საკამათო ეპიზოდებში ვიდეო რეფერის არ გამოიყენებენ.

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება 26 გუნდი (აქამდე 22 იყო ).

ჩემპიონთა და უეფას ევროპის ლიგის გამარჯვებულები (2),  უეფას რეიტინგში ზედა ოთხეულის (სადღეისოდ – ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია)  ჩემპიონატებიდან ოთხ-ოთხი (16), რეიტინგის მეხუთე და მეექვსედან ქვეყნებიდან ორ-ორი (4), მეშვიდედან მეათე ქვეყნის ჩათვლით – თითო-თითო (4).

დანარჩენი 6 საგზური  საკვალიფიკაციო ეტაპით გათამაშდება. მათ შორის ოთხისთვის იბრძოლებენ იმ ქვეყნების ჩემპიონები, რომლებიც რეიტინგში მე-10 საფეხურს ქვემოთ არიან და ეს იქნება ჩემპიონების ბადე. რეიტინგის მეხუთე-მეექვსე ქვეყნების მესამე ადგილოსნები და რეიტინგის მეშვიდედან მეთხუთმეტეს ჩათვლით ქვეყნების ვიცე-ჩემპიონები ითამაშებენ არა საჩემპიონო ბადეში.

ჩემპიონთა ბადე (4 საგზური)

წინასწარი შესარჩევი: ოთხგუნდიანი მინი ტურნირი გავარდნაზე.

პირველი საკვალიფიკაციო: 33 გუნდი და  წინასწარი შესარჩევის გამარჯვებული 1, სულ – 34 გუნდი .

მეორე საკვალიფიკაციო: პირველ საკვალიფიკაციოზე გამარჯვებულ 17 გუნდს დაემატება 3 გუნდი უეფას რეიტინგის მიხედვით (20).

მესამე საკვალიფიკაციო: მეორე საკვალიფიკციოზე გამარჯვებულ 10 გუნდს და დაემატება 2 გუნდი უეფას რეიტინგის მიხედვით (12).

პლეი ოფი: მესამე საკვალიფიკაციოდან 6 გამარჯვებულს დაემატება 2 გუნდი უეფას რეიტინგის მიხედვით (8).  ოთხი გამარჯვებული ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

არასაჩემპიონო ბადე  (2 საგზური )

პირველი საკვალიფიკაციო: 6 გუნდი

მეორე საკვალიფიკაციო: 5 გუნდი და პირველის 3 გამარჯვებული (8).

პლეი ოფი: მეორე საკვალიფიკაციოს 4 გამარჯვებულს შორის გათამაშდება ორი ადგილი ჯგუფში მოსახვედრად.

პირველი საკვალიფიკაციოში დამარცხებულები გადავლენ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოში, ხოლო მეორეში და პლეი-ოფში წაგებულები პირდაპირ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან.

შენიშვნა: ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული თუ ქვეყნის ჩემპიონატიდანაც მიიღებს ჯგუფური ეტაპის საგზურს, მაშინ მის ადგილს დაიკავებს უეფას რეიტინგში მე-11 ადგილოსანი ქვეყნის ჩემპიონი.

უეფას ევროპის ლიგის გამარჯვებული თუ ქვეყნის ჩემპიონატიდანაც მიიღებს ჯგუფური ეტაპის საგზურს, მაშინ მის ადგილს დაიკავებს რეიტინგში მე-5 ადგილოსანი ქვეყნის მესამეადგილოსანი გუნდი.

                                     ევროპის ლიგა

ჯგუფში პირდაპირ მოხვდება 17 გუნდი.

უეფას რეიტინგის 1-5 ადგილოსანი ქვეყნებიდან 2-2  გუნდი (სულ 10) და  6-12 ადგილოსნებიდან თითო-თითო გუნდი (7).

17-ს კიდევ ემატება 6  წაგებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო არასაჩემპიონო ბადიდან და ოთხიც საჩემპიონო ბადიდან გავარდნილი, სულ 10 გუნდი. დანარჩენი 21  საგზური საკვალიფიკაციოში გათამაშდება.

ჩემპიონთა ბადე  (8 საგზური):

მეორე საკვალიფიკაციო (20 გუნდი): ჩემპიონთა ლიგის წინასწარ (3)  და პირველ საკვალიფიკაციოში ( 17) დამარცხებულები.

მესამე საკვალიფიკაციო (20 გუნდი): მეორე სააკვაალიფიკაციოზე გამარჯვებული 10 და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფკაციოში დამარცხებული 10.

პლეი ოფი: მესამე საკვალიფიკაციოზე გამარჯვებულები (10) და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციოში დამარცხებული 6 გუნდი (16).

არასაჩემპიონო ბადე  (13 საგზური):

წინასწარი შესარჩევი – 16 გუნდი

პირველი საკვალიფიკაციო:  86 გუნდი და წინასწარი შესარჩევის 8 გამარჯვებული (სულ 94).

მეორე საკვალიფიკაციო: 27 გუნდი და პირველი საკვალიფიკაციოს 47 გამარჯვებული (74).

მესამე საკვალიფიკაციო: 15 გუნდი და მეორე საკვალიფიკაციოს 37 გამარჯვებული (52).

პლეი ოფი: მესამე საკვალიფიკაციოს 26 გამარჯვებული.

ჩემპიონთა ლიგის კალენდარი

26 ივნისი: წინასწარი შესარჩევის ნახევარფინალები.

29 ივნისი: წინასწარი შესარჩევის ფინალი.

10,11-17,18  ივლისი: პირველი საკვალიფიკაციო.

24,25  ივლისი – 31 ივლისი, 1 აგვისტო: მეორე საკვალიფიკაციო.

7,8 -14  აგვისტო: მესამე შესარჩევი

21,22 – 28,29 აგვისტო: პლეი ოფი

ჯგუფური ეტაპი დაიწყება 18 სექტემბერს და დამთავრდება 12 დეკემბერს.

მერვედფინალები: 12,13 – 19,20 თებერვალი, 5,6 -12,13  მარტი.

მეოთხედფინალები: 9,10 – 16,17 აპრილი

ნახევარფინალები: 30 აპრილი, 1 მაისი – 7 მაისი, 8 მაისი.

ფინალი: 1 ივნისი, „ვანდა მეტროპოლიტანო“, მადრიდი.

უეფას ევროპის ლიგის ფინალი გაიმართება ბაქოში, „ოლიმპიურზე“, ხოლო უეფას  სუპერთასი – 15 აგვისტოს, ტალინში.

 

 

 

 

 

 

 

 

წილი
წინა სტატიაშავი ორშაბათი
შემდეგი სტატიაერთიც შემოულაწუნე, ჯენარო!
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.