ბარსელონელმა ჟერარ პიკემ სრულიად საჩოგბურთო (!!!) სამყარო ააფორიაქა. თურმე ნუ იტყვით და მის მიერ დაარსებულ სანივესტიციო ფონდ Kosmos-ს ვაჟ ჩოგბურთელთა უმთავრესი სანაკრებო ტურნირის – დევისის თასის ტრანსფორმაცია განუზრახავს.
პროექტი 25 წელიწადზეა გათვლილი და ჯამში 3 მილიარდის გახარჯვას ითვალისწინებს.

ბოლო წლებში დევისის თასმა, რომლის კალენდარიც იანვრიდან დეკემბრამდეა გათვლილი, ინტერესი დაკარგა და ტოპ-მეჩოგნეები სულ უფრო ნაკლებად იცლიან მისთვის.

პიკეს სურს, ყოველი წლის ნოემბერში 18 საუკეთესო ნაკრების მონაწილეობით ერთკვირიანი „მსოფლიო თასის ფინალი“ გამართოს, რომელიც ჯგუფურ ეტაპსაც ითვალისწინებს. ნახსენები სამი მილიარდიც საპრიზოებს და საორგანიზაციო ხარჯებს მოხმარდება.
ITF–ის პრეზიდენტმა დევიდ ჰაგერტიმ და ორგანიზაციის დირექტორთა საბჭომ პროექტი უკვე მოიწონა. მათ გარდა პიკეს ჰამქარში ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფა ნადალი და ენდი მარიც არიან.

წილი
წინა სტატიასაჭირბოროტო კითხვა-პასუხი
შემდეგი სტატიაარსენალში არსენს შეუტიეს
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".