პოლ პოგბამ პრემიერლიგაში „ჩელსის” 2:1 დამარცხებას ახალი ვარცხნლობა მიუძღვნა.
„მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ამ შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა.
მოგეხსენებათ, ბოლო მატჩებში ჟოზე მოურინიუ ფრანგს შემოსწყრა და ან სასტარტო შემადგენლობაში არ გამოჰყავდა ან კიდევ ადრე ცვლიდა.
სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ რაც „იუვენტუსიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, პოგბამ უფრო მეტი ვარცხნილობა გამოიცვალა, ვიდრე გოლი გაიტანა.
რიცხვებში ეს ასე გამოისახება: 12 გოლი და 20 ვარცხნილობა.