ნუღარ მოვყვებით, ვინ არის უსეინ ბოლტი…
მოკლედ შეგახსენებთ: 31 წლის იამაიკელი რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონია სპრინტერულ დისტანციებზე სირბილში.
შეხედა უსეინმა, რომ ვერც ვერავინ გაექცა, ვერც ვინმე დაეწია და უბრალოდ სირბილის ხალისი დაკარგა.
ჰოდა, ახლა ფეხბურთელობა ამოიჭრა გულისგულში.
აქამდე ნათქვამი ჰქონდა, მარტში დორტმუნდის „ბორუსიაში“ გასინჯვაზე უნდა წავიდეო, ოცნებად კი „მანჩესტერთან“ კონტრაქტი მაქვს გადაქცეულიო.
დღეს მსოფლიოში უსწრაფესმა გამოაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, თუმცა კონკრეტულად რომელთან, ხვალინდელ პრესკონფერენციაზე იტყვის