შედგა ზამთრის XXIII ოლიმპიადა. სათაკილო დეტალების მიუხედავად, მთლიანი სანახაობა ღირსეული გამოდგა და ისტორიაშიც სათანადოდ დაიმკვიდრებს ადგილს.

დახურვის ცერემონიალიც სამხრეთ კორეელებმა სათანადო სიმაღლეზე გამართეს. ღონისძიების მნიშვნელოვან კომპონენტს ჩინელთა პრეზენტაცია წარმოადგენდა, ოლიმპიური ცეცხლი ხომ აზიის კონტინენტს კიდევ ოთხი წელი არ დატოვებს, 2022 წელს მეზობელ ქვეყანაში აპირებს გადაბარგებას. პეკინის ოლიმპიადის პრეზენტაცია კორეელი მუსიკალური ვარსკვლავების გამოსვლის, სპორტსმენთა პარადისა და მედალოსანთა დაჯილდოების შემდეგ გაიმართა და დროებით თვალთახედვიდან ოლიმპიადის ყველაზე ცნობადი სახე, თეთრი ვეფხვუკა სუხორანი გაქრა, მის ადგილზე პანდებმა მორთეს დავლური – სანაქებო პრეზენტაცია გამოვიდა.

ფრაგმეტი პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის პრეზენტაციიდან

შემდეგ კი სეფე-სიტყვათა ჯერი დადგა და სოკის პრეზიდენტმა თომას ბახმა ოლიმპიადა დახურულად გამოაცხადა. ამ მომენტამდე ოლიმპიური ცეცხლი უქრობლად ენთო:

მერე კი ჩაქრა…

 

წილი
წინა სტატიაკაშიაა: რუსი მოდის!
შემდეგი სტატიამე რომ ზუროსი ვიყო…
დავით გულუა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია