ალინა ზაგიტოვა – ეთერ თუთბერიძის საუკეთესო მოსწავლე

ჩვენთვის მთავარი არ არის, რომ ინდივიდუალურ პროგრამაში ფიგურული ციგურაობის ოქროს მედალი პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე 16 წლის თათარმა გოგონამ, ალინა ზაგიტოვამ, მომნუსხველი ცეკვა-სრიალ-ტრიალით მოიგო.

არც ის გახლავთ მნიშვნელოვანი, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს მშობლებმა სახელი დიდი ტანმოვარჯიშის, ალინა კაბაევას პატივისცემით დაარქვეს.

ჩვენთვის მეორეხარისხოვანია, რომ ზაგიტოვას ოქროს მედალი რუსეთისთვის მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი და ალბათ ბოლო იქნება.

მთავარია, რომ ალინა ზაგიტოვას გამარჯვება და ევგენია მედვედევას ვერცხლის მედალი ქართველმა ეთერ თუთბერიძემ გამოჭედა – ჩვენი კვალი ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებს მაინც დავამჩნიეთ…

მწვრთნელი და შეგირდი

 

წილი
წინა სტატიამე შენ გაჩვენებ, ვინ არის უფროსი!
შემდეგი სტატიამიდი-მოდი
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია