გერმანიის ნაკრები პიონგჩანგში 3 500 ქილა უალკოჰოლო ლუდით ჩავიდა. „ნიუ იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით, ალემანები ლუდს ნავარჯიშევს მიირთმევენ, რაც თურმე, პრეპარატებზე უკეთ იცავს ათლეტებს ანთებითი პროცესებისა და რესპირატორული დაავადებებისგან.
გერმანიის ნაკრების პარტნიორი ლუდსახარში „კრომბახერია“, რომელმაც ეს ძღვენი პიონგჩანგში წინმსწრებად დაახვედრა ოლიმპიელებს.
მთელს ამ ისტორიაში მთავარი კაცი გერმანელთა გუნდის ექიმი და პარალელურად მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰანეს შეარია (აშკარად სამოთხეში მოხვდება).
ერთადერთი, დოქტორ შეარს მოთხილამურეები შემოეჩაგრა: „ეგენი ძირითადად ბავარიელები არიან და ჩემი ნებართვის გარეშეც მშვენივრად ყლურწავენო“.