რადგან ათეულწლობით ნაწრთობია ამ ორთა ტრადიციადქცეული ქიშპობა, ეზო ეზოზე რომ თამაშობდნენ ლივერპულის და მანჩესტერის გუნდები,თავისებური ეშხი ამ დაპირისპირებასაც ექნებოდა. ცოტა ხნის წინ კი,ისეთი მატჩი გაიმართა,დამაინტრიგებელი და თვალსასეირო მართლაც რომ ბევრი იყო. „ლივერპულის“ და „მანჩესტერის“ მომავალი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუპირისპირდა ერთმანეთს.გათამაშების ფორმატით ცხრამეტწლამდელები ამ ეტაპზე ერთ მატჩში არკვევენ გამარჯვებულს და ამდენად თამაში გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო… მატჩი ქალაქ ბერკენჰედში გაიმართა, „პრენტონ პარკზე“. ეს ის ადგილია,სადაც ნონ–ლიგის „ტრანმერ როვერსი“ და ლივერპულის ჭაბუკობა საშინაო შეხვედრებს მართავს. მანჩესტერელებს წარსულში ცნობილი იუნაიტედელი ნიკი ბატი წვრთნის, „ლივერპულს“ კი გუნდის ლეგენდა სტივენ ჯერარდი, ვისაც პლეი-ოფამდე მიჯრით ხუთი მატჩი ჰქონდა მოგებული და თავი არც დღეს შეირცხვინა–ჯერარდის გაწვრთნილებმა 2:0 დაამარცხეს პრინციპული მეტოქე. ლივერპულელთაგან გოლები ვუდბარნმა და კამაჩომ გაიტანეს. მეოთხედფინალში „ლივერპულს“ მეტოქედ კვლავ მანჩესტერული გუნდი – „სიტი“ ერგო. ამ წყვილის გამარჯვებული ნახევარფინალში „ბარსელონა“–„ატლეტიკოს“ შორის უკეთესს დაუპირისპირდება