სეზონის დაწყებამდე ანტონიო კონტემ „ჩელსიში“ პიცა, კეტჩუპი და გაზიანი სასმელი აკრძალა. ფეხბურთელები ავად თუ კარგად შეეგუენ ამ ამბავს, მაგრამ კონტეს ხუშტურებს ზღვარი არ აქვს. გუშინწინ The sun–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მწვრთნელმა არ დამალა, რომ ვარჯიშებზე მომღიმარი ფეხბურთელები აღიზიანებს.
„ეს არაპროფესიონალიზმის გამოვლინებაა და თუ შევეგუებით, ბოლო ადგილზე აღმოვჩნდებით“ – ეს კონტეს სიტყვებია.
„კონტეს ვარჯიშის შემდეგ ვერ ხვდები, ძალიან დაიღალე თუ უბრალოდ, მოკვდი. არადა, ხანდახან მეორე ვარიანტი სჯობს”,- ეს კი ჯორჯო კიელინიმ აღიარა.
კონტეს მეთოდების მიუხედავად, „ჩელსი“ მხოლოდ მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „სიტის“ 19 ქულით ჩამორჩება. ამბობენ, სეზონის შემდეგ იტალიელს სამწვრთნელო შტურვალთან ესპანელი ჩაანაცვლებსო – ლუის ენრიკეს გულისხმობენ…