– რაღაც ხმაურია. რა ხდება?
– რაღა რა ხდება, იყიდება, წითელ თუმნიანებზე იყიდება.
– რა?
– “მანჩესტერ იუნაიტედი”.
– მერე მაგაში რა არის ცუდი?
– როგორ გითხრა. ჯიგარს ამოიღებ და გაყიდი?
– ხბო ხომ არ ვარ? არამედ კაცი.
– საქმეც მაგაშია. კაცობა თუმნიანზედ არ უნდა დახურდავდეს, ჯიგარი კიდევ ყაურმაზედ
– ვაჰ, რა ლამაზადა თქვი, შიგნეულობა გამითბა.
– ვაი, ჩემო ოლდ ტრეფორდო, სად გაგასუხარეს?
– არაკაცმა იყიდა?
– ფულის ტომარამ.
– და მერე არ დაახარჯავს ფულს?
– იმდენს დახარხავს, რომ “ჩელსისგან” ვეღარ გამოარჩევ.
– ეგ როგორ?
– როგორ და საგაისოდ ოთხ იტალიელს, სამ ფრანგს, ერთ არგენტინელს, ერთნახევარ ურუგვაელს იყიდიან. თან ერთი იტალიელი აუცილებლად ორმოცი წლისა უნდა იყოს.
– რატომ?
– რო გაისად ფერგიუსონი მოხსნან და ეს იტალიელი მოთამაშე მწვრთნელად დანიშნონ.
– ეგ მოთამაშე მწვრთნელი რაღაა?
– კაცს რომ თამაში აღარ შეუძლია და მწვრთნელობისა რომ არაფერი გაეგება.
– და რა საჭიროა ეგეთის დანიშვნა?
– საჭირო კი არა, აუცილებელია. სხვანაირად არ გამოვა.
– და რატომ, რატომ?
– იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჩალით არის დახურული.
– და გიგზს რაღაო?
– ვირის თავ-ფეხი. გაუშვებენ “მილანში”.
– და ბექემსაო?
– მაგას “ბარსელონაში”.
– რათა, კაცო, ამათ რომ გაჰყიდიან, უკეთეს ვის მოიყვანენ?
– უკეთესში არ არის საქმე. მთავარია ფული დატრიალდეს.
– არაფერი გამეგება მაგ საქმისა.
– ფული უნდა დატრიალდეს. მთავარი ეგ არის.
– მა ფუხბურთი?
– ფეხბურთი დაბალ დივიზიონებში გადაინაცვლებს.
– სადაც “სიტია”?
– “სიტი” არსად არ არის.
– როგორ არა, სადღაც არის.
– არა, არსად არ არის, დაიშალა.
– ნუ მატყუებ.
– მე მგონია, რომ არც არასდროს ყოფილა. მოიგონეს.
– აბა ქინქლაძე რომ თამაშობდა?
– ქინქლაძეს მანდ არ უთამაშია.
– კარგი. მაინც მითხარი, როდის ეშველება “სიტის”?
– როცა “იუნაიტედი” მთლიანად გადავა ემაგ “სიტიში”, თუმცა არა მგონია, რომ ეგ მოხდეს. რაც არ არსებობს, იმაში როგორ გადახვალ?
– და გაზა?
– ისევ გაზა?
– გაზა რომ გადაიყვანონ “სიტიში”?
– კარგახნის გადაყვანილია. არც “სიტი” არსებობს და არც გაზა.
– და “იუნაიტედი” არსებობს?
– მხოლოდ ხალხის გულებში.
– ისევე, როგორც “სიტი”?
– არა, როგორც ძია სტალინი.
– ეგ რაღა შუაშია?
– არ გამოსულა იგი კრკმლიდან და არც გამოდის ხალხის გულიდან.
– მანჩესტერი…
– კი, კი. მანჩესტერი ქალაქია, ინდუსტრიის მშენებელი.
– ოუენი…
– გადამირევენ ბოვშს!
– “ლივერპულიც” უნდა გაყიდონ?
– ალბათ.
– და ვინ იყიდის?
– ვინმე თათარი.
– “ენფილდი”…
– მერე იქნება ერ-რიადის “ლივერპული”, მელბურნის “მანჩესტერი” და ელ კუვეიტის “ბარსელონა”. აბა?
12.09.1998