მორიგი სკანდალი! ისევ მილდონიუმი! ამჯერადაც ცხენის დოზით!
ალექსანდ კრუშელნიცკიმ ცოლთან ერთად ქერლინგის დაბლ-მიქსტში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბუნებრივია, დოპინგ-ტესტი ჩააბარებინეს, რომელმაც ორგანიზმში მილდონიუმის მკვეთრად ჭარბი დოზა აჩვენა. ასევე დადებითი აღმოჩნდა იქამდე აღებული ტესტის პასუხიც.
შედეგი: წყვილს მედალს ჩამოართმევენ და სავარაუდოდ, სამუდამოდ მოკვეთენ სპორტიდან.
შედეგი 2: ანტისადოპინგო სამსახურმა დღეს ვარჯიშზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის პრიზიორ ალინა ზაგიტოვასაც მიაკითხა. სისხლის სინჯი კი აიღეს, მაგრამ გოგონა ისეთი დაზაფრული იყო, შარდის ანალიზის ჩაბარება არ გამოუვიდა.
რუსი ქომაგების კომენტარებში სიტყვები: „უტვინო“, „რა უბედურებაა?!“ და „იდიოტიზმი“ ჭარბობს.
თუმცა, არის ქომაგთა მეორე ნაწილიც, რომლებმაც პერმში „მასლენიცა“ იზეიმეს და გრიგორი როდჩენკოვის ცეცხმოდებულ ფიტულს სულ „კალინკა-მალინკას“ თანხლებით უარეს გარშემო.
როდჩენკოვი კი ის კაცია, რუსულ მენიუში მილდონიუმის სიჭარბეზე პირველმა რომ ააგორა სკანდალი.