ჯონი ევანსი, გარეთ ბერი, ჯეიკ ლივერმორი და ბოაზ მაიჰილი — აი, „ვესტ ბრომვიჩის” ფეხბურთელთა ოთხეული, რომელმაც ბარსელონაში მაკდონალდსიდან ტაქსი მოიპარა.

გარეთ ბერი
ბოაზ მაიჰილი

დამნაშავეებმა გულშემატკივარს, კლუბს, მწვრთნელსა და თანაგუნდელებს ოფიციალურად მოუბოდიშეს. მათ რამდენიმე აბზაციან განცხადებაში ძირითადად ერთი და იგივე მეორდება — როგორ წუხან და განიცდიან ტაქსის ქურდები ჩადენილს. ისინი აგრეთვე დებენ პირობას, რომ სამწუხარო ინციდენტი მათ თამაშზე გავლენას არ იქონიებს.

„ვესტ ბრომვიჩმა” შიდასაკლუბო გამოძიება დანიშნა და ოთხეული მკაცრად გააფრთხილა, რომ ყველაფერი გულწრფელად და ამომწურავად უნდა მოეყოლათ.

ჯეიკ ლივერმორი

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს ბარსელონის პოლიციას მაკდონალდსიდან ტაქსის გატაცების ამბავი აცნობეს. მოგვიანებით, ტაქსი ხუთვარსკვლავიან სასტუმრო The One-ის მიმდებარედ აღმოჩნდა მიტოვებული. პოლიციელებმა დამნაშავე ფეხბურთელებს იოლად მიაგნეს, ისინი ლოგინებიდან წამოყარეს და დაკითხვაზე წაიყვანეს. ცნობისთვის: ჯეიკ ლივერმორი შესაძლოა მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ვიხილოთ.

როგორც ჩანს დაჭერით არავის დაიჭერენ, მაგრამ საქმის მთლად ჩაფარცხვაც არ გამოვა. გამოძიება გრძელდება.

ჯონი ევანსი

„ვესტ ბრომვიჩის” მწვრთნელმა, ალან პერდიუმ განაცხადა, რომ ტაქსის გამტაცებელმა ფეხბურთელებმა მას უღალატეს.

როგორც ამბობენ, ოთხეულს ღამით გართობა მოუნდა, მაგრამ შუა კვირაში სახეიროს ვერაფერს მიაგნო და სასტუმროში დასაბრუნებლად ორიგინალურ ხერხს მიმართა — იპოვნა ტაქსი, საიდანაც მძღოლი გადასული იყო…